ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინო


უსახელოური - ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინოა. უსახელოურის ჯიშის ყურძენი ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშში ხარობს, ძალზე მცირე რაოდენობით მოიპოვება და მისგან უმაღლესი ხარისხის ღვინო მზადდება. ეს არის ძალიან არომატული, ნახევრადტკბილი წითელი ღვინო. უსახელოური დაახლოებით 80-90 ლარი ღირს. ბუნებრივია, მისი საექსპორტო ფასი უფრო ძვირია. ამ ღვინოზე დიდი მოთხოვნაა ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში. ადგილობრივ მევენახეთა შორის, უსახელოური ცნობილია ოყურეშულის სახელწოდებითაც.

Comments