ქართული ღვინის ფესტივალი

15 ოქტომბერს თბილისის ისტორიულ ცენტრში, მეიდანზე, განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. ALLWINE.GE-სა და „მეიდან ჯგუფის" ორგანიზებით წელს შარდენის მოედანზე "ქართული ღვინის ფესტივალი 2017" პირველად გაიმართა. ამ ღონისძებამ ღვინის მრავალი მოყვარული ჩვენი თანამოქალაქე და უცხოელი სტუმარი დააინტერესა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მრავალი ცნობილი და პოპულარული ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია. უფრო კონკრეტულად კი ის კომპანიები, რომელთა პოპულარობა ჩვენს ქვეყანაში თანდათან იზრდება. ფესტივალზე დასწრება და ღვინის სასურველი ნიმუშების დაგემოვნება, ტრადიციულად, უფასო იყო.    ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ყოველგვარი საშვებისა და ბილეთების გარეშე ხდებოდა.
 ეს ღვინის ფესტივალი ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ღვინის ასორტიმენტის მიხედვით არ ზღუდავდა    და შარდენზე შეკრებილ ღვინის მოყვარულებს ძველი და დავარგებული ღვინის დალევაც შეეძლოთ.
ღვინის ფესტივალში მონაწილე მრავალი ადამიანი საუბრობდა ახალი ფესტივალის ორგანიზატორების დამსახურებაზე  -  პირველ ყოვლისა იმაში, რომ საქართველოში ღვინის ფესტივალების კულტურა ინერგება.

Comments